Thursday, June 30, 2016

სპორტი

რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი? პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია: მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომის ნაცვლადბუნების წიაღში გასეირნება, ცურვა, ვარჯიში; ჰამბურგერისა და შოკოლადის ნაცვლადსალათითა და ვაშლის წვენით ყელის ჩაკოკლოზინება... ამრიგად, ცხოვრების ჯანსაღი წესი სულაც არ მოითხოვს უზარმაზარ მსხვერპლს. მთავარია, ერთი რამ გავაცნობიეროთ: რაც მეტს ვიმოძრავებთ, მით ბედნიერად ვიგრძნობთ თავს და მეტხანსაც ვიცოცხლებთ
ახლა კი, მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა ტიპის აქტივობა გვარგებსარჩევანი ხომ ასე დიდია.

ყველაზე სასარგებლო სპორტი
ექიმების აზრით, სწორედ ასეთია ცურვა, რომლის შესწავლა სიცოცხლის პირველივე თვეებიდან შეიძლება. ცურვა განსაკუთრებით უხდება საყრდენ-მამოძრავებელ აპარატს. ის ავითარებს კუნთებს და ხელს უწყობს ჩონჩხის სწორ ჩამოყალიბებას. ამასთან ერთად, უკვე არსებული პრობლემების შემსუბუქებაშიც დაგეხმარებათ. ცურვა ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაც სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხიმის დაგროვების ერთ-ერთი მიზეზი ჰიპოდინამია ანუ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესია.

ცურვასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენოთ წყალბურთიც. მას ყველა ის ღირსება აქვს, რაც ცურვას და დამატებითრამდენიმე სხვაც. ვინაიდან იგი გუნდური სპორტია, ბავშვებს კომუნიკაბელურობას უვითარებს და ერთმანეთის გატანას ასწავლის. წყალბურთზე ბავშვის მიყვანა 8-9 წლიდან შეიძლება.

წყარო: ავერსის ოფიციალური ვებ გვერდი

No comments:

Post a Comment