ალკოჰოლი ყველაზე უფრო გავრცელებული სოციალური ნარკოტიკია.
ადამიანთა უმრავლესობას მისი ზომიერად მიღების გაკონტროლება შეუძლიათ.
თუმცა უკიდურეს შემთხვევაში,
იგი მას ეჩვევა და მის გარეშე ვეღარ სძლებს (თუ არადა ეწყება ე.წ. "თეთრი
ცხელება")
რაც შეეხება თამბაქოს, ის
ასევე საკმაოდ გავრცელებულია ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის. მართალია, ის არ
იწვევს ადამიანის უცაბედ დაღუპვას, მაგრამ ნელ-ნელა შეიძლებ სხვადასხვა სახის
დაავადებები წარმოშვას და საგრძნობლად დააჩქაროს ბუნებრივი სიკვდილი.
კოფეინი
კოფეინის ეფექტი თავის
ტვინის სტიმულირებაში გამოიხატება. მისი მიღების შემდეგ ადამიანი თითქოს ვეღარ
გრძნობს დაღლილობასა და შიმშილს. კოფეინიც, სხვა ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების
მსგავსად, იწვევს დამოკიდებულებას. მაგალითად, თუ ჩაისა და ყავის დიდი ოდენობით
მომხმარებელი შეწყვეტს მათ მიღებას, ის ხდება გაღიზიანებული და დეპრესიული.
ეს ის ნარკოტიკული
საშუალებებია, რომლებიც ლაბორატორიებში მზადდება და ექიმის მიერ ენიშნებათ
პრეპარატების სახით პაციენტებს. მის მომხმარებლებს ძირითადად აწუხებთ უძილობა ან
აღგზნებულობა და საჭიროებენ "საძილე აბებსა" თუ
"ანტიდეპრესანტებს".
ამფეტამინები
ამფეტამინები წარმოადგენენ, ასევე, ლაბორატორიებში
დამზადებულ პრეპარატებს, რომლებიც სტიმულატორების სახელითაა ცნობილი. ეს ის
საშუალებებია, რომლებიც აღგძნებადობას იწვევენ და მომხმარებელს ენერგიულობასა და
სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას უმძაფრებენ. ის, რომ ადამიანი გრძნობს
მოზღვავებულ ენერგიას, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების
დაჩქარების შედეგია.
ის "საწვავი",
რომლითაც იკვებება ადამიანის ორგანიზმი, დაჩქარებული ქიმიური პროცესების გამო,
მალე იწვება და ამიტომაა, რომ ნარკოტიკული საშუალებებისგან მიღებული ეფექტი
სწრაფად ქრება. ნარკოტიკები ჯერ მკვეთრად აღაგზნებენ ადამიანის ცენტრალურ ნერვურ
სისტემას, მაგრამ შემდეგ თრგუნავენ; ამაღლებულ განწყობას ცვლის დეპრესია და დაღლილობა.
ამიტომაა, რომ სტიმულანტების მომხმარებელი კვლავ ითხოვს ახალ დოზას, რათა
ნარკოტიკით მოგვრილი მოკლევადიანი ეფექტი გაახანგრძლივოს. ეს კი იწვევს ნარკოტიკზე
ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.
ჰალუცინოგენები
ამგვარი ნარკოტიკი
სხვადასხვა გჯუფს აერთიანებს; ზოგი ბუნებრივი საშუალებებიდანაა მიღებული,
მაგალითად, "ჯადოსნური სოკოები" და კაქტუსის ალკალოიდი
ნივთიერებამესკალინი. ზოგი ჰალუცინოგენი კი ლაბორატორიაშია მიღებული,
მაგალითისთვის, LSD, რომელიც მჟავის სახელითაა ცნობილი. ის ძალზე
"პოპულარული" იყო ჰიპებს შორის.
ამ სახის ნარკოტიკი
ცნობიერებაზე, შეგრძნებებსა და აღქმაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ადამიანებს
ეწყებათ ჰალუცინაციები.
ჰალუცინოგენების უმრავლესობა
არ იწვევს მიჩვევას, თუმცა მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად, ადამიანს უჩნდება
მისდამი ლტოლვა. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც დიდ რისკფაქტორს შეიცავს
ამგვარი ნარკოტიკის მოხმარება, რადგან მისი ზემოქმედების ქვეშ ადამიანები ხშირად
იღუპებიან.
ოპიატები
მას მიეკუთვნება ოპიუმი,
მორფი და ჰეროინი, რომლებიც ბუნებრივი მცენარის ყაყაჩოსაგან მიიღება. მათი
მოხმარება იწვევს გუნება-განწყობილების ამაღლებას, თრობას, გაბრუებასა და ძილს.
მედიცინაში ეს პრეპარატები ტკივილგამაყუჩებლებად გამოიყენება. ადამიანი ადვილად
ეჩვევა მას და ხდება მასზე დამოკიდებული. ოპიატები ძალზე საშიში ნარკოტიკული
საშუალებებია და ადამიანის მიერ მისი დიდი დოზით მიღება გარდაუვალ სიკვდილს
იწვევს.
>ჰეროინის
ხანგრძლივად მოხმარება ფატალურ შედეგებს იწვევს და ეს გარეგნულადაც აისახება
ადამიანის ორგანიზმზეც. ეს ნარკოტიკი ინექციის სახით შეჰყავთ ვენაში. ნანემსარების
ადგილას კი სახასიათო ნიშნები რჩება. კლინიკური სიმპტომებიდან დამახასიათებელია
კანის სიყვითლე; ადამიანს, ფაქტიურად, მთელი ორგანიზმი ეწმალება.
არის
კიდევ ერთი პრობლემა: არასტელირული ნემსის (რადგან ერთი და იმავე ნემსის
მრავალჯერადი გამოყენებაც ხდება მომხმარებელთა შორის) მოხმარების შედეგად შეიძლება
ადამიანი ჰეპატიტით ან შიდსით დაავადდეს.
კოკაინი
მზა კოკაინი წარმოადგენს
თეთრ ფხვნილს, რომელსაც ამზადებენ კოკაინის ხის ფოთლებისაგან. მომხმარებელში
იწვევს ხალისსა და ენთუზიაზმს. მისი ხანგრძლივი დროით მომხმარებლებს უვითარდებათ
ჰალუცინაციები, შიში და პარანოია.
კოკაინს იღებენ არა მარტო
ბუნებრივი საშუალებისგან, არამედ არსებობს ასევე მისი ქიმიურად მიღებული
შემცვლელიც.
ნარკოტიკული
საშუალებებისაგან თავის დაღწევის მრავალი გზა არსებობს, მაგრამ უპირველესი გარანტი
იმისა, რომ წარმატებას მიაღწევ ამ მხრივ, არის ნებისყოფა, მოტივაცია და დიდი
სურვილი. საუკეთესო შემთხვევაა, როცა ადამიანს საერთოდ არ აქვს გასინჯული
ნარკოტიკი. მაგრამ რამდენ ჩვენთაგანს გვიფიქრია გაგვესინჯა ჩილიმი? ზოგს სიგარის
მოწევაზეც კი უოცნებია. ასე რომ, აკრძალული რაცაა, მის მიმართ უფრო მეტი
მიზიდულობა არსებობს... თუნდაც ის ასე საშიში იყოს!
No comments:
Post a Comment